|
2020-01-31 11:49:07, 1093 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე კორონავირუსზე - ქართველები ემოციური ადამიანები ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ, ვიყოთ ფრთხილად, საპანიკო არაფერია
„ქართველები ემოციური ადამიანები ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ, ვიყოთ ფრთხილად, საპანიკო არაფერია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის შემთხვევები ძირითადად ასაკოვან ადამიანებში ფიქსირდება, თუმცა ვირუსი განუკურნებელი არ არის. „სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოშიც გაჩნდა ძალიან სამწუხაროა. ძალიან გთხოვთ ყველამ გაითვალისწინოთ ეს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშნების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში. ჯერჯერობით ვირუსი სულ რაღაც ერთი თვისაა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები, არის ძალიან ბევრი მოსაზრებები, ძალიან ბევრი თეორიები გამოთქმული. მათ შორის, ერთ-ერთი საინტერესო თეორია ამერიკელ მეცნიერებისაა, თუ რომელ ვაქცინას შეუძლია დაიცვას ამ დაავადებისგან ადამიანი არასპეციფიკურად. არსებობს ასეთი მოსაზრებები, რადგან ბავშვები ნაკლებად ავადობენ და მათთან არ არის მძიმე შემთხვევები, ასევე ახალგაზრდებშიც, მაშინ როდესაც შემთხვევების უმრავლესობა და გარდაცვლილების უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კორონავირუსთან ერთად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ. ეს ყოველივე მეცნიერული მტკიცებულებებით ჯერ კიდევ არ არის გამყარებული. ამიტომ, მე ამ ტეორიებზე ჯერ ლაპარაკი არ შემიძლია. ჩვენ, ქართველები ემოციური ადამიანები ვართ და ბევრ რამეზე ვნერვიულობთ. განსაკუთრებით კი ისეთებზე, რომელიც სანერვიულო არ არის და არ ვნერვიულობთ ისეთ რაღაცებზე, რომლებიც სანერვიულოა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და უნდა ვიყოთ ფხიზლად, მაგრამ საპანიკო და თავზე წინასწარ დასაყრელი არაფერი არ გვჭირს. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით იმდენივე ადამიანი დაიღუპა, არმდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არ არის განუკურნებელი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)