13:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 15:55:59, 466 ნახვა

პოლიტიკა
სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველო გერმანიის გამოცდილებას გაიზიარებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველო გერმანიის გამოცდილებას გაიზიარებს, - დავალება სამთავრობო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისია დეტალურად შეისწავლის, როგორ მოხდა გერმანიაში და სხვა წამყვან  ევროპულ ქვეყნებში სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის შემუშავება, რის შემდეგაც შეირჩევა კომპანია, რომელიც საქართველოს ანალოგიური სქემის შემუშავებაში კონსულტაციას გაუწევს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია და სივრცითი დაგეგმარება სრულფასოვანი ანალიზის და ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ უნდა დაიწყოს.

საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში  კონსულტაციას ამ ეტაპზე აშშ-ის, დანიისა და სინგაპურის მსხვილი კომპანიები სთავაზობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics