01:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 17:59:23, 1454 ნახვა

საზოგადოება
2019 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2019 წელს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა. განხორციელდა დეპარტამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების 2 750 ინსპექტირება.

მასშტაბურად მიმდინარეობს პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესი, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის აკრძალული პარკები და  შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2019 წელს შემოწმდა პარკების მწარმოებელი 36 ობიექტი. სულ, ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა 1 808 000 ერთეული პლასტიკის პარკი.                                                      

2019 წელს, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 20 ობიექტზე აიღეს ნიმუშები გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების (გმო) იდენტიფიცირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ნიმუშში, გმო მარკერი არ დაფიქსირდა.

გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის შესაბამისობის კვლევა. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 188 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან დიზელის საწვავის 270 ერთეული სინჯია აღებული.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics