00:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 15:41:26, 812 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31% -ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  2019 წელი შეაჯამა, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფო თანადგომა.

„2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება დარგში ინვესტირება“, - განაცხადა მინისტრმა.

სახელმწიფო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ერთად მუშაობს აგროდაზღვევის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაზე, რათა ეს პროგრამა გახდეს სისტემური. წლიდან წლამდე იზრდება  პროგრამაში მონაწილე ფერმერთა რაოდენობა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2019 წელს  2018 წელთან შედარებით,  აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,400 პოლისი. სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ  5,846,000 ლარი შეადგინა. ფერმერებმა ანაზღაურების სახით 913,000 ლარი მიიღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics