23:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 13:24:34, 1296 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე - საზღვარზე შემოსული ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, 4 საავადმყოფოა გამოყოფილი

„საზღვარზე შემოსული ჩინელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, გამოყოფილია ოთხი საავადმყოფო საქართველოს მასშტაბით“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საზღვარზე შემოსულ ყველა მოქალაქეს დისტანციურად ეზომება სიცხე და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მათ კონსულტაციას ეპიდემიოლოგი უწევს.

 „ამ დაავადებასთან ბრძოლა ეს არ გახლავთ მხოლოს ჯანმრთელობის უწყების პრეროგატივა, ამ ბრძოლის მზადებაში ჩართულია რამდენიმე უწყება.მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩინეთთან ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს, წინა პრესკონფერენციაზე მე მოგახსენეთ, რომ დაახლოებით 5 ათასამდე ჩინელი ყოველთვიურად შემოდის და გადის ქვეყნიდან.გუშინ და დღეს შემოვიდა 110 და გავიდა 129 ჩინეთის მოქალაქე.ჩინეთიდან შემოსულ ყველა მოქალაქეს ეზომება დისტანციურად ტემპერატურა და თუ ტემპერატურა არის 38 გრადუსი ან მეტი, მაშინ ამ ადამიანს კონსულტაციას უწევს საზღვარზე ეპიდემიოლოგი და საგანგებო გადაუდებელი სამსახურის ექიმები,რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ის საჭიროებს თუ არა ევაკუაციას სამედიცინო დაწესებულებასი.ამ შემთხვევაში ამ კატეგორიის ადამიანებისთვის გამოყოფილია ოთხი საავადმყოფო საქართველოს მასშტაბით .ეს გახლავთ ინფექციური პროფილის საავადმყოფოები და თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის საავადმყოფოები,სადაც მოხდება მათი ევაკუაცია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics