2020-01-29 16:20:56, 22125 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისა და პრობლემის თავიდან აცილების მიზნით განკარგულება გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
განკარგულების მიხედვით, შესაბამისი უწყებებს დაევალათ, კომპეტენციის ფარგლებში საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება.
ღონისძიებების კოორდინაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯამრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრს დაევალა.
გეგმა კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში, რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს: დაავადების აღმოჩენას, იდენტიფიცირებას, დადასტურებასა და საფრთხის შეფასებას, ასევე ლაბორატორიულ ტესტირებასა და პასუხისმგებელი ორგანოებისთვის ინფორმაციის შეტყობინებას.
სამოქმედო გეგმა საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირებასაც ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,