2020-01-29 14:10:14, 1061 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.
„გაცნობებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ადგილობრივი ნომერი 10 64649945, ტექნიკური მიზეზების გამო, დროებით არ არის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციის გამარტივებისათვის, დროებით გამოყოფილი იქნა საკონსულო სამსახურის დამატებითი ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში“,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მუდმივი ცხელი ხაზი +86 13716877635
დროებითი ცხელი ხაზი +86 15910310804
ავტორი: ექსპრესნიუსი,