|
2020-01-29 13:38:04, 1510 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბოკუჩავამ მდინარაძეს პარლამენტის შენობაში პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ შემოშვების გამო უსაყვედურა. ამასთან, მან „ქართული ოცნების“ დეპუტატს მალხაზ მაჩალიკაშვილზე საშვი დაშვება კატეგორიულად მოსთხოვა. მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავას პროვოკატორი უწოდა და განაცხადა, რომ მას მალხაზ მაჩალიკაშვილით და გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის შეუძლია. „არსებობს დადგენილება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, არ შემოუშვას შენობაში ვინმე, თუ არის პროვოკაციების საფრთხე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ ის დეპუტატის მანდატს არ იმსახურებს. „წამობრძანდი და დააშვებინე საშვი. რატომ არ უშვებთ პარლამენტში მაჩალიკაშვილს? არ იმსახურებ მანდატს. ნუ გიკანკალებს ხელები ... გიკანკალებს ხელი, ხმა და სინდისი“, -მიმართა თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს. ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. ამის თაობაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა მათ შორის შეხვედრა არ შედგა.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)