23:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 14:44:10, 2266 ნახვა

ეკონომიკა
კატარინა ბიორლინ ჰანსენი - ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში

„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს,  მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში,  - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა „ენერგეტიკის კვირეული 2020" - ის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 მისივე თქმით, EBRD მუშაობს კერძო სექტორთან ყველა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში, ტურიზმის სექტორში, ახალ ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში.

„ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიის მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაწყებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც წელს გავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან დიდ ინტერესს მოვიზიდავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველო პერსპექტიული ბაზარია" - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics