00:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 13:34:00, 1306 ნახვა

კომენტარი
გომელაური იზორიას ძმაზე: პოლიციელს ეუბნება „ფორმას გაგხდითო“ - ეს დანაშაული არ არის, უარესები ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას ძმის მხრიდან პატრულთან ინციდენტის დროს დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვახო იზორია აგრესიული იყო, თუმცა გინებას ან ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ვიდეოს პირველი ნაწილის ნახვა საინტერესო იქნებოდა და არ გამორიცხავს, მანამდე პოლიციის თანამშრომლებს თავად იზორიასთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა.

„აგრესიული საუბარია, არ აგინებს პოლიციას. ხელით არ შეხებია. ეუბნებოდა, „ფორმას გაგხდითო“, არ არის ეს დანაშაული. უარესები ხდება და არ ვაკავებთ, თუნდაც აქციების დროს. მანამდე რა მოხდა იცით? იქნებ მას აყენებდნენ შეურაცხყოფას. რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ძალიან მიუღებელია“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმ დროინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და მოგვიანებით როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას. კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ვახო (კიტა) იზორიას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს. აღნიშნულმა მაღალჩინოსნის ძმა გააღიზიანა და ის უფრო მეტად აგრესიული გახდა.  მას შემდეგ, რაც სამართალდამცველმა გადაწყვიტა, მისთვის ხელბორკილი დაედო, იზორიამ წინააღმდეგობა გაუწია და აღნიშნა, რომ შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმაა. ამის შემდეგ ადგილზე პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები მივიდნენ და კიტა იზორია გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics