00:18 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 10:50:01, 1171 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი უფლებამოსილების გაზრდაზე, არასამთავრობოების ინიციატივას იზიარებს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დისკრიმანციულ ფაქტებთან დაკავშირებით, ომბუდსმენის უფლებების გაზრდის თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების  ინიციატივას იზიარებს.

არასამთავრობო სექტორი  ფიქრობს, რომ დისკრიმინაციის შესახებ კანონის  აღსრულების და საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველს დაჯარიმების უფლება უნდა მიეცეს.

„ჩვენც ვიზიარებთ და სწორედ ამიტომაც  ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით,ანუ ვალდებულება უნდა ჰქონდეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებს, მიაწოდონ ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით“ - განმარტა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია ”თანასწორობისთვის წარადგენს მონიტორინგის შედეგებს,  თუ როგორ სრულდება ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics