22:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 19:15:04, 1845 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

„დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით აშენდა.

„ცენტრი აშენდა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ერთად, მათთან თანამშრომლობითა და დახმარებით. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკამ 4 500 000 დოლარი გამოყო“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო მნიშვნელობის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ-მეცნიერებისა და ინდუსტრიის სინთეზს, რაც ჩვენი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მისივე თქმით, ცენტრში სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც ექნებათ.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა: „განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ასევე მზარდი საგარეო დაფინანსება რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი წვრთნების გაზრდილი დინამიკა და სხვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან, ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics