|
2020-01-27 12:36:47, 1330 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოსთან ხმაურია - ოპოზიციის ლიდერებს შენობაში ისევ არ უშვებენ
თბილისის საკრებულოს შენობასთან ისევ ხმაურია. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის შემდეგ, მმართველი გუნდის დეპუტატებს ამ შენობაში საქმიანობის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. „როგორც იცით, პარლამენტის წევრს კანონით უფლება აქვს შევიდეს ნებისმიერ საჯარო დაწესებულაბში, მაგრამ ციხე-სიმაგრედ არის ქცეული დღეს საკრებულო. ყველა შესასვლელში გვეუბნებიან, რომ სხვა შესასვლელიდან შეგვიშვებენ, თუმცა არ გვიშვებენ. ივანიშილი ემალება ხალხს, იმიტომ რომ იცის, მისი პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია. მე როგორც პარლამენტის წევრი, ვითხოვთ შევხვდე საკრებულოს თამჯდომარეს და მოვისმინო, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს „ქართული ოცნება“ მოძალადე დეპუტატებთან მიმართებაში“, - განაცხადა „ნაიცონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სტიკერები წარწერით - „მოძალადე“. სტიკერებზე „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების ფოტოებია გამოსახული, რომლებიც ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს მმართველი გუნდის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)