00:50 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 11:06:21, 1121 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე: ივანიშვილის პროკურატურაში მორიგი სპექტაკლი იწყება, კანდიდატს პირადად ბიძინა ივანიშვილი ირჩევს

„გენერალური პროკურორობის კანდიდატს სინამდვილეში, პირადად ბიძინა ივანიშვილი ირჩევს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრების პროცესის დაწყების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთელი კანდიდატების დასახელებისა და შემდგომ შერჩევის პროცედურა სრული ფარსია და კანონთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, წარმოდგენა, რომ თითქოს დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს. სინამდვილეში კანდიდატს პირადად ირჩევს ბიძინა ივანიშვილი. მთელი ეს პროცედურა ვითომ კანდიდატების დასახელების და შემდგომ შერჩევის არის სრული ფარსი. მას არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან.

ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას და ის გენერალური პროკურორი, რომლის პროკურორობის დროსაც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო და სააშკარაოდ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, დამნაშავეთათვის ხელის დაფარება, ვგულისხმობ, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე, რასაც მოჰყვა შემდგომ მისი გადადგომა, ამ პროკურორს კვლავ აბრუნებს თანამდებობაზე, რაც არის მისი მხრიდან თავხედური საქციელი. ოღონდ საზოგადოება ამ საქციელს ადეკვატურად უპასუხებს. ეს პასუხი აისახება არჩევნების შედეგებზე, რომელსაც ივანიშვილი მწარედ წააგებს. ეს არის თავიდან ბოლომდე სპექტაკლი. კანდიდატს საპროკურორო საბჭო არ არჩევს, კანდიდატს არჩევს ივანიშვილი. ის არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, მათ შორის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics