|
2020-01-25 15:16:56, 4652 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსის გამო, ჰონგ-კონგში სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება
ჰონგ-კონგში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, - ამის შესახებ „როიტერი“ ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამ-ის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, კერი ლამმა ინფექცის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომების მიღების განკარგულება გასცა. შედეგად, სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება. არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 41-ს მიაღწია. ინფიცირებულია 1 200-მდე ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის 13 ქალაქი ბლოკადაში მოაქცია, ასევე საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გააუქმა. გავრცელებული ვირუსი უკვე დააფიქსირეს ევროპაშიც. ინფიცირების პირველი შემთხვევ გამოვლინდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, კიდევ ორი კი პარიზში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაშიც.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)