06:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 14:05:19, 1807 ნახვა

კომენტარი
ენძელა მაჭავარიანი ივანიშვილის დისერტაციაზე: ვერ წარმომიდგენია ბიძინა ივანიშვილმა რამე კარგად არ გააკეთოს

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს“, - ასე ეხმაურება ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი, თავისუფლების ინსტიტუტის მოთხოვნას, ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მას ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და ფიქრობს, რომ ივანიშვილის შესაძლებლობები სათანადოდ არ არის გამომჟღავნებული.

„მე არ მეპარება მის შესაძლებლობებში ეჭვი და პირიქით, მგონია, რომ ვერ არის მისი გამომჟღავნებული მისი შესაძლებლობები ისე, როგორც მას აქვს. მე მიაჩნია, რომ ეს ექსპერტებმა, თუ აინტერესებთ, შეისწავლონ, თუ არ აინტერესებთ, ნუ შეისწავლიან. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს“, - ამბობს ენძელა მაჭავარიანი.  

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნით ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს. მათი მტკიცებით ივანიშვილის ნაშრომი სამეცნიერო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს. ამის დასადასტურებლად, თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა ეროვნულ ცენტრს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა სხვა მტკიცებულება გადასცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics