2020-01-24 14:01:10, 1807 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული ახალგორის ე.წ საზღვარი დროებით გაიხსნა
საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორის ე.წ საზღვარი დროებით გახსნა. ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების უფლება მიეცათ.
აღნიშნულ ფაქტს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ე.წ გამშვები პუნქტი ცოტა ხნის წინ გაიხსნა.
არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელით სარგებლობას ათი დღის განმავლობაში შეძლებს ყველა, ვისაც ე.წ დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში.
შეგახსენებთ, რომ ე.წ საზღვარი 5 სექტემბერს ჩაიკეტა. დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილება ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს და იქ არსებულ კრიზისულ ვითარებას უკავშირდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან