18:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 17:36:26, 2025 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე კონგრესმენების წერილზე - შოლტი შოლტზეა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იღებს

„ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად, შოლტი შოლტზეა, რომელსაც იღებს ყოველდღიურად „ქართული ოცნება“ და არა საქართველო“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე 4 კონგრესმენის მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეს აშშ და ევროკავშირი თანხმდება, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის ფაქტორი პირადად ბიძინა ივანიშვილია.

"ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად, შოლტი-შოლტზე, რომელსაც იღებს ყოველდღიურად "ქართული ოცნება" და არა საქართველო. "ქართული ოცნების" ხელისუფლება და პირადად ივანიშვილი, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე. ვეღარ ატყუებენ ვერც ერთი განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს, ვეღარ მოატყუებენ. აქამდე ხომ ატყუებდნენ და უფრო მთავარიც, აქამდე ისინი ყიდდნენ ერთ რამეს მხოლოდ - რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც თანხმდება ერთ რამეზე - დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ივანიშვილი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics