00:18 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 16:07:02, 524 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს არქივის ახალი შენობა ექნება

სამეგრელოს რეგიონში არქივს ახალი შენობა ექნება. ზუგდიდის ადგილობრივი არქივის გვერდით შენდება 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდება. 

ამავე დროს, სრული რეაბილიტაცია უტარდება არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას, რომელიც ახალ ნაგებობას მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდება. 

საცავები, რომელთა საერთო ფართი 1112 კვ. მეტრი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, აღიჭურვება კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების − ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის − არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. 

დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად რეგიონული არქივის შენობაში მოეწყობა სამკითხველო და საგამოფენო სივრცე. 

მშენებლობა, რომელსაც ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია შპს „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს, 2015 წლის 2 თებერვალს დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ორი რეგიონული არქივის თანამედროვე შენობა უკვე აქვს თელავსა და რუსთავში − კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული არქივები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics