13:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 13:32:28, 2774 ნახვა

სამართალი
პროკურორი: მიხეილ კალანდიას საქმეზე დაკითხული მოწმეები მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ

„ცალსახად განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ  მსჯავრდებული პირები, კერძოდ მსჯავრდებული გ.ჯ. და მსჯავრდებული გ.ბ. და მათი მხრიდან სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია და  ჩვენებები არის თანმიმდევრული, არის ერთმანეთთან თავსებადი“,- ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

მან სპეკულაცია უწოდა მიხეილ კალანდიას დაცვის მხარის  განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის სამართლებრივ ლოგიკას ცდება.

„ბრალდების მხარისთვის გაუგებარია რას ეფუძნება დაცვის მხარის განმარტება, ჩვენ ვფიქრობთ ეს არის მისი მხრიდან გარკვეული სპეკულაცია, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, მიხეილ კალანდიას  საქმესთან დაკავშირებით დაკითხულმა გ.ჯ.-მ სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე, ფარდულის წინ დაინახა დავით სარალიძე და მის გვერდში მყოფი ბრალდებული მ.კ., რომელსაც ხელში ეკავა დანის მსგავსი საგანი და სახელო ჰქონდა სისხლიანი. მეორეს მხრივ, მოწმე გ.ბ.-მ , რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე,  სასამართლო პროცესზე, დაკითხვის პროცესში განმარტა და განაცხადა, რომ მან საკუთარი თვალით დაინახა უშუალოდ ბრალდებულ მ.კ.-ს მოქმედებები, დაინახა უშუალოდ მ.კ.-ს მოქმედება გარდაცვლილ დავით სარალიძესთან მიმართებაში.

„იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მ.კ.-მ მიაყენა დარტყმა დავით სარალიძეს და ამ დროს გ.ბ.-მ დაინახა, რომ მ.კ.-ს ხელში ეჭირა გარკვეული წვეტიანი საგანი“, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics