20:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 10:29:24, 1688 ნახვა

საზოგადოება
ხანძრის შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 342 665 ლარი გამოეყოფა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომას მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და მუნიციპალიტეტების მერები.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ხანძრის შედეგად დაზარალებული 28 ოჯახის კომპენსირების საკითხი განიხილეს. მათი რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში, დაზარალებულებულ ოჯახებ აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 342 665 ლარი გამოეყოფათ.

წელს პირველად ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, რომლთა საცხოვრებელი აღდგენას არ ექვემდებარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარს მიიღებენ, ხოლო საცხოვრებლის აღდგენისთვის მაქსიმალური თანხა 10 000 ლარი გამოიყოფა.

2019 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ფინანსური დახმარება გაიცა 299 ოჯახზე 580 581 ლარის ოდენობით, აქედან:
სტიქიით დაზარალებულ 277 ოჯახზე 382 738 ლარი; ხანძრით დაზარალებულ 22 ოჯახზე 197 843 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics