04:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 13:07:33, 2815 ნახვა

სამართალი
პროკურორი: დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული

„დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული“, - ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულმა დანაშაული მოინანია და ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

„საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის. ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის ამ ტიპის შეთანხმება შედგა“, -  განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდე დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში  მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - ექიმების ჩარევის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულები არასრულწლოვნები, გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან. ასევე, სარალიძის საქმეზე განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics