|
2015-07-28 15:00:09, 481 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი ბათუმში ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატს ატარებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ბათუმში ფეხბურთის მოყვარულ ახალგაზრდებს შორის ტურნირი იმართება. შეჯიბრი აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. სულ შეირჩა 60-მდე მონაწილე, რომლებიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების აქტიური მონაწილეები არიან. მათი ასაკი 14-დან 18 წლამდეა. ჩემპიონატის გახსნას სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი ჯონი კვინიკაძე და აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მიქელაძე დაესწრნენ. ჯონი კვინიკაძის განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. მისივე თქმით, მსგავსი ტურნირები ტრადიციულად ჩატარდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. გამარჯვებული გუნდი 29 ივლისს, ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდება, რომელსაც თასი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა; დაწესებულია ნომინაციებიც - სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ სიმბოლური პრიზები. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებს შორის არის "ლიდერთა სახლი" და "მოხალისე", რომლებიც ბათუმის იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)