13:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 10:38:13, 1866 ნახვა

სამართალი
გენპროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა 13:00 საათზე გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, საპროკურორო საბჭო, სხდომაზე შეამოწმებს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის "პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საპროკურორო საბჭოსთვის, 2019 წლის 16 დეკემბრის N2 განკარგულების N1 დანართის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს.

მათივე ცნობით, სხდომაზე საპროკურორო საბჭოს წევრები ასევე, იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics