20:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 23:53:11, 1510 ნახვა

საზოგადოება
პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს,  ყოფილი პრემიერის გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თენგიზ სიგუა დაიბადა 1934 წლის 9 ნოემბერს ლენტეხში.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. 1992 წლის 8 ნოემბერს კი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics