22:14 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 11:20:23, 1254 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს, შეცვლილი პირობებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით მალე გამოცხადდება.

როგორც თურნავამ აღნიშნა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

„როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეწყდა ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. ეს მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ჯამში შვიდჯერ გაუგრძელდა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა და ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხეს,დროულად დაეწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და შეეკრათ დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად ლოგიკური, რადგან ანაკლია ჩვენი პრიორიტეტია და ვერ დავუშვებთ კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას

რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ის იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ პროექტთან მიმართებაში. გაცხადებული გვაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ახალი ტენდერის პროცედურებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ჩართულობით გადახედავს პირობებს, რადგან პირობებმა 2017 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი მოდიფიკაცია განიცადა ინვესტორის სასარგებლოდ. ვფიქრობთ, ეს ტენდერი წარმატებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს,რომ ძალიან მალე გამოჩნდება სხვა კომპანია გამჭვირვალე ტენდერის შედეგად. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი აშენდება, ეს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია და არაფერი შეუშლის ხელს", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics