17:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 18:31:07, 1605 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალუტი მდივანი ირმა ინაშვილი „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიებისი დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

„ „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში.

ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილი იუწყება, მისი პარტია მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებით არ შემოიფარგლება და 26 იანვრიდან დაიწყება აქციები აშშ-ის საელჩოსთან.

ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებას. ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. „ენდიაის“ და „აირაის“ თბილისის ოფისების მამხილებელი მთელი კამპანია დაიწყება 26 იანვრიდან. ამ დღეს ჩვენ, 16:00 საათზე, შევიკრიბებით აშშ-ის საელჩოსთან, ვინაიდან ესენი ამერიკული ორგანიზაციები არიან და შესაბამისად,  საელჩოსთან მივმარათავთ ამერიკის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს, შეაჩეროს ეს ტყუილი და დაასრულოს საქართველოში „ენდიაის“ და „აირაის“ ასეთი მავნე საქმიანობა, რაც ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს», - განაცხადა ინაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics