15:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 11:39:18, 1223 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: მმართველი გუნდის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს

„საპარლმენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე სამინისტრო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავიშრებით გუნდში იყო განხილვები.

„სამინისტროს რეორგანიზაციასთა დაკავშირებით ვადასტურებ, რომ იყო განხილვები. გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით. როდის იქნება ეს გადაწყვეტილებ მიღებუი, ეს არის პრემიერის პრეროგატივა. საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. მან უნდა მიმართოს პარლამენტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, განხილვის ინიციატორი საზოგადოებისა და კულტურის სფეროს მუშაკები არიან.

„განხილვის ინიციატორი გახდა საზოგადოების და კულტურის სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტის და მთავრობის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იგნორირებას ვერ გავუკეთებთ საზოგადოების მოთხოვნას, რომ განვიხილოთ ეს საკითხი. კონკრეტულად რა არგუმენტებით მოხდება გაყოფა, თუ ეს მოხდება, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ შემდეგ როდესაც მთავრობის მხრიდან მივიღებთ შესაბამის წინადადებას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics