03:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 16:19:55, 1176 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი გენერალური პროკურორობის კანდიდატზე: ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ

„ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.

მისი თქმით, შოთაძე ის ადამიანი იყო, რომელიც სწორად წარმართავდა საქმიანობას და ძალიან ბევრი საქმე აქვს  გახსნილი.

„ეს იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, ძალიან ბევრი საქმე არის  გახსნილი. სამწუხაროდ, რაღაც თემებია, რომელიც, რატომღაც, არა მარტო  პროკურატურის, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში პრივალირებს, ვინაიდან პოლიტიკური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მის გადადგომას, ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმებოდი, ვინაიდან მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიაში მსჯელობა. მას პირადად როგორც უკვე გამოჩნდა, არათუ დანაშაული მიუძღოდა არამედ, პრაქტიკულად, სათანადო დონეზე წარმართა გამოძიება. ასე რომ, ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. 

ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას,  2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics