15:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 15:17:08, 1203 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: NDI-ის კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა

„ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა და მისმა „კლოუნების არმიამ“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები.

ბოკერიას თქმით, საზოგადოება ხედავს, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ივანიშვილი და მისი გუნდი.

„ეს კვლევა ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ბიძინა  ივანიშვილმა და მისმა „კლოუნების“ არმიამ. ისტორიული ანტირეკორდია ადამიანების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას მიჰყავს ქვეყანა არასწორი მიმართულებით, მიყავს პოლიტიკური უფსკრულისკენ. დემოკრატიის ხარისხის შეფასებისას ვხედავთ, რომ ასევე ანტირეკორდი არის, რაც ბუნებრივია, რადგან საზოგადოება ხედავს, როგორ ეროვნულ საფრთხედ იქცა ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები. დემოკრატიული ოპოზიცია აშკარად ჯაბნის ჯამში „ქართულ ოცნებას“. „ევროპული საქართველოსთვისაც“ ტენდენციის თვლსაზრისით კარგი მონაცემებია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics