2020-01-15 12:40:08, 1274 ნახვა
საზოგადოება
აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან - მოძრაობა „შეცვალე“ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვს
სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები „ევროკავშირის წარმომადგენლობასთან“ აქციას მართავენ.
ახალგაზრდა აქტივისტები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ითხოვენ.
„ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ევროკავშირის წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილს დაუყადაღონ ქონება. ერთადერთი რისიც ივანიშვილს ეშინია საკუთარი ქონების დაკარგვაა. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ ის ერთხელ და სამუდამოდ წავიდეს საქართველოდან“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტმა ვანო გომურაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,