2020-01-15 10:21:46, 941 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ერთმანეთს სამი ავტომობილი და ერთი მოტოციკლი შეეჯახა - არიან დაშავებულები
თბილისში, დიდუბის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი და ერთი მოტოციკლი შეეჯახა, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,