03:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 18:46:56, 1573 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი - ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას

"ოფიციალური თბილისი ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოხუმში განვითარებულ მოვლებენის შეფასებისას გააკეთა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენთვის მთავარი იყო და არის ის, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია, მოვლენების ძალადობლივ ფორმაში გადაზრდა და ყველაფერს ჰქონოდა მშვიდობიანი ჩარჩო.

რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. მე  მინდა დავარწმუნო საზოგადოება და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოება, რომ ჩვენი ინტერესია სწორედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო და ყველა პროცესი იყოს მშვიდობიან ჩარჩოში.

ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. მეტიც, თვითონ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთუერთობაში მშვიდობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

ჩვენ გვითქვამს და გაგვიცხადებია არაერთხელ, რომ არსებობს მზაობა დიალოგისა და თანამშრომლობისასთვის აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამისათის არსებობს შესაბამისი ფორმები და საკმაოდ ფართო სივრცე. თუნდაც ის, რომ ჩვენ ახალი სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოვნიშნეთ არაერთი სფერო ასეთი თანამშომლობისათვის, დიალოგისათვის, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ნებისმიერი სხვა, რაც შეიძლება მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს და პრაგმატული მიდგომებით იყოს ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, არის მისაღები.

მეტსაც გეტყვით. რაც არ უნდა თქვას ამა თუ იმ პირმა, მათ შორის შესაძლბელია, ქართულ მხარესაც, კონტაქტების არარსებობის თაობაზე, მე დაბეჯითებით გეუბნევით, რომ კონტაქტები რა თქმა უნდა, არსებობს, და ამ ბოლო პერიოდში არის მზარდი. მიუხადავად იმისა, რომ არ არის საჯარო, რაც იმას მიანიშნებს, რომ დიახ, აფხაზურ მხარესაც არის სურვილი, საჭიროება, ინტერესი და, ვფიქრობ, დროც საკმარისი გავიდა და ალბათ არსებული ფონიც და მოვლენებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავაკეთოდ დასკვნა - აუცილებელია ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სწორედ დიალოგისაკენ, თანამშრომლობისაკენ და ნდობის მშენებლობისაკენ. ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას. ჩვენ ისედაც ვდგამთ პროაქტიულ ნაბიჯებს, რაც არის სწორედ მოსახლეობის ინტერესებზე მიმართული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.  

            





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics