03:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-11 13:41:06, 2475 ნახვა

კომენტარი
გამყრელიძე: C ჰეპატიტის მკურნალობა 58 000-მა ადამიანმა დაამთავრა - ეს ქვეყნის მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა

„საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა დაამთავრა 58 000 ადამიანმა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით, ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, C ჰეპატიტის მკურნალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში განიხილება, როგორც სამოდელო ქვეყანა.

„65 000 ადამიანს ვინც მკურნალობაშია ჩართული და მათ შორის ვინც დღეს დაამთავრა, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიანს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ციროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს ჯანდაცვისა და ამ თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში განიხილება, როგორც სამოდელო ქვეყანა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics