14:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 18:54:19, 2582 ნახვა

სამართალი
პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად ხელახალ კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე ხელახალი კონკურსი ცხადდება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაშია აღნიშნული:

„პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-11 პუნქტების შესაბამისად:

2020 წლის 10 იანვრიდან ცხადდება ხელახალი კონკურსი საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად.

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

თითოეული ზემოაღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2020 წლის 27 იანვრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის მიმართ ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი საბუთები.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება გაიგზავნოს ან უშუალოდ ჩაბარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ან შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics