11:10 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 13:51:04, 703 ნახვა

სამართალი
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევი სოფელ ჭალეში  სატვირთო ავტომანქანით ახდენდა სპეციალური მარკირების გარეშე, წიფლის ჯიშის მორების   გადატანას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა  წიფლის ჯიშის ხე-მცენარის კონფისკაცია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საოლქო პროკურატურას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics