|
2015-07-27 11:35:51, 2012 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია: ოლიმპიური ფესტივალისთვის ყველა ობიექტი სათანადოდაა მომზადებული
ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები დაიწყო. ოლიმპიურ სოფელში დილიდან დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფება. როგორც მან განაცხადა, ყველა ობიექტი სათანადო დონეზეა მომზადებული. "დღეს დილიდან დაიწყო შეჯიბრებები და გაჩნდა პირველი სიცოცხლე ობიექტებზე, გამხიარულდა აქაურობა, უამრავი სპორტსმენი ჩამოვიდა და ძალიან დიდია ინტერესი სპორტული შეჯიბრების მიმართ. ყველა ობიექტი სათანადო დონეზეა მომზადებული. ყველანაირი პირობები არსბეობს იმისათვის, რომ მათ იასპარეზონ",-განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისში 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი და მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მიიღეს მონაწილეობა. ცერემონიას ასევე დაესწრო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, რომელიც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ექსპოზიცია "არგონავტები", ქართული ცეკვები, ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძის შესრულებით და გრანდიოზული ფოიერვერკი, შოუს შემადგენელი ნაწილები იყო. ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც თბილისი 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)