12:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 13:19:18, 2082 ნახვა

პოლიტიკა
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, აშშ-ს საელჩო საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებრგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება მწვავდება, რაც შესაძლოა, საზღვარგარეთ მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის რისკის შემცველი იყოს.

„ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მწვავდება, რის გამოც, შესაძლოა  უცხოეთში მყოფი შეერთებული შტატების მოქალაქეები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

საელჩომ სიფრთხილისთვის განახორციელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება. აშშ-ის მთავრობის პერსონალს დაევალა განახორციელოს პიროვნული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების უფრო მეტად ამაღლება. საელჩო გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებისადმი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნას და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics