2020-01-07 11:23:46, 1678 ნახვა
საზოგადოება
ჭყონდიდის მიტროპოლიტი: ველოდი, რომ პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს შეიწყალებდა
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ სადღესასწაულო, პირველი საშობაო ლიტურგია აბაშის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე.
როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ის პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას ელოდა.
„მე მეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი, ველოდი, რომ შეიწყალებდა“, - განაცხადა მეუფემ.
მანვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზი არ ყოფილიყო ციხეში.
ამასთან, როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და ილია მეორესთან წინასწარ შეთანხმებული არ იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,