15:53 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 12:05:45, 10911 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".

"მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, არ შევუწყო ხელის საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მით უმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა, არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ისეთ პროცესს,  რომელიც სიმშივიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს. მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადწაყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთ დანაშაულში მსჯავრდებული პირის შეყწალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება, საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს მომავალს.

შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას. ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საპატრიარქომ ნოემბერში მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics