15:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 15:46:26, 2212 ნახვა

საზოგადოება
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ

გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილის მოწყობას მოითხოვენ, რისთვისაც მათ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრა სურთ.

დედაქალაქის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალეს“, და „გაბედეს“ წევრები და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა.

ჩხარტიშვილის თქმით, გარევაჭრობის ადგილები , არამარტო  ახალ წელს და შაბათ-კვირას,  არამედ სხვა დღეებშიც უნდა გამოიყოს.  

„ჩვენ გვაქვს 2 მოთხოვნა, რომელშიც ვერანაირი დაჭერით ვერ შეგვაშინებენ. 1) საახალწლო ბაზრობა აღდგეს კვლავ რესპუბლიკის მოედანზე და ნუ აიძულებენ ამ ადამიანებს, რომ სხვის სისხლზე ივაჭრონ . 2) 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე მიღებულ იქნეს საკრებულოსა და მერიის მიერ, ჩემს მიერ მომზადებული პროექტის  საფუძველზე გადაწყვეტილება, რომლითაც გამოიყოფა გარევაჭრობის ადგილები , არამარტო  ახალ წელს და შაბათ-კვირას,  არამედ სხვა დღეებშიც, რათა მას ჰქონდეს ცივილიზებული ფორმა და ამ ადამიანეს შრომის და ელემენტარული შემოსავლის საშუალება ჰქონდეთ“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს პარლამენტის წინ, დასუფთავების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღო და მის ნაცვლად, საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა. მერიამ გარემოვაჭრეები პარლამენტის წინ გაუშვა და რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება არ მისცა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics