12:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 14:19:03, 4441 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: 2019 საქართველოში დიდი გამოღვიძების წელი იყო, მიუხედავად სიძნელეებისა ბანდას დავამარცხებთ

„2019 საქართველოში დიდი გამოღვიძებისა და გამოფხიზლების წელიწადი იყო", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გამოქვეყნებულ საახალწლო ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ქართულმა მოსახლეობამ 2019 წელს დაინახა ის გამოწვევები, რაც გააჩნია ქვეყანას და დაიწყო მათი მოშორება.

„მინდა, მივულოცო საქართველოში მყოფ ყველა ჩვენს თანამემამულეს, მინდა მივულოცო იმ ქართველებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებული. მინდა საქართველოს ყველა მეგობარს მივულოცო.

2019 წელი საქართველოში დიდი გამოღვიძებისა და გამოფხიზლების წელიწადი იყო. ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა ის გამოწვევები, რაც ჩვენ გვაქვს და დაიწყო ამ საზიზღრობის მოშორება და თავისი სხეულიდან ჩამოფერთხვა. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ არ იმსახურებენ ჩვენი ოჯახები იმ გაჭირვებას, რომელშიც ისინი ხელოვნურად აღმოაჩინეს. როდესაც ქუთაისის აეროპორტს ვხსნიდი, ჩემთვის ის იყო ევროპაში ფანჯარა, ევროპასთან ერთიანობის სიმბოლო. ახლა ის ისეთი უიმედობის სიმბოლოდ იქცა, როგორც თავის დროზე იყო მაგალითად, ყულევის მონათა ბაზარი იყო, საიდანაც ჩვენი ხალხი უცხოეთში გადიოდა იმისათვის, რომ უკან აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს და სწრაფ განვითარებას. ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად წინ და გავუხსნით გზას ახალ თაობებს. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ერთმანეთის გვერდზე დგომა, ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება. მიუხედავად დღევანდელი სიძნელეებისა, აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბანდას და აუცილებლად მოვიშორებთ მათ მიერ დამკვიდრებულ გაჭირვებას და უპერსპექტივობას.

ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო. ეს ბრძოლა ბოლომდე მივა. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მართალია სხვადასხვა ქვეყანაში ვართ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი სიყვარული და ამას ვერაფერი ვერ დაარღვევს,“ - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics