|
2015-07-26 12:21:50, 1379 ნახვა
სხვადასხვა
ჰაკერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს
ჰაკერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს. ვებგვერდზე შემდეგი შინაარსის ტექსტი იყო გამოქვეყნებული: "2015.01.27 ამ დროს ზიმბაბომ საქართველოს დახმარების სახით გამოუყო (50 ალუმინის ტრაქტორი, 100 პლასტმასის კომბაინი, 50 ნამგალი, 90 ჩაქუჩი, ტონა ლურსმანი, 10 ტრაკტორის საჭეე, 40 ნიკელის საბურავის დისკები, 11 ველოსიპედის პედალი, 50 არაბული სუფთა სისხლის ჯორები), და ეს ყველაფერი იყო იმისათვის რათა ეს მოხმარებოდა საქართველოს სუფლის მეორნეობას, ასავე გლეხობას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი http://www.moa.gov.ge ამ დროისთვის გათიშულია. ცნობისთვის, ჰაკერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი 2014 წლის 21 დეკემბერსაც გატეხეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)