12:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 12:03:41, 1096 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე: გრიპის გარეშე ზამთარი არ არსებობს, თუმცა არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის

„გრიპი არის ზამთრისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა 100 ათას მოსახლეზე 190 ადამიანია.

„ბოლო კვირის მონაცემებით ავადობა არის 190 ადამიანი 100 ათას მოსახლეზე. არავითარ ეპიდემიაზე ლაპარაკი არ არის. ამიტომ ადამიანები, რა თქმა უნდა, გრიპით არიან და ძირითადად ეს არის ბავშვთა ასაკი და მცირეწლოვანები. შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად. მთავარი არის ის, რომ არ მივიდეთ იქამდე, რომ ვიღაცას გრიპის ვირუსი გაურთულდეს, რაც შეიძლება ფატალურადაც დამთავრდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე 38.5 და მეტი, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics