|
2019-12-26 17:34:12, 1230 ნახვა
საზოგადოება
„არ დავთმობთ თავისუფალ მედიას“ - „ტვ პირველთან", მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები ტელეკომპანია „ტვ პირველთან“, საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტელეკომპანიაზე ინკასოს დადებას აპროტესტებენ და ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციაზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარიაც მივიდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ყოველთვის სრულ მზადყოფნაში არიან თავისუფალი სიტყვისა და მედიის დასაცავად. „ჩვენი პროტესტის მიზეზი არის ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი და მისი რეჟიმი ებრძვის თავისუფალ მედიას. მორიგი ტალღა როგორც მოსალოდნელი იყო სადღესასწაულო დღეებში დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა. ამ ეტაპზე, „ტვ პირველი“ მთავარი სამიზნეა „კავკასიასთან“ ერთად და როგორც ჩანს „რუსთავი 2“-ც აღმოჩნდა ამ სიაში. ის, რაც გვაკავებს ევროპულ ორბიტასთან მიმავალ გზაზე არის თავისუფალი მედია და ზუსტად ამიტომაც იბრძვის ბიძინა ივანიშვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააჩუმოს თავისუფალი სიტყვა. ეს პროტესტი არის პირველი ტალღა ჩვენი აქტიურობის და ვფიქრობთ, რომ „ტვ პირველი“ განსაკუთრებით უნდა იყოს ძლიერი მაშინ, როცა ხელისუფლება ერთამენეთის მიყოლებით ცდილობს ტელეკომპანიების დახურვას“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა და პოლიტიკოსებმა დღეს საპროტესტო აქცია ტელეკომპანია „კავკასიასთანაც“ გამართეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ანგარიშებს ინსკასო დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)