|
2019-12-26 15:34:44, 1330 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ" კანონი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
„იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მდგრადია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ" კანონი საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, კანონპროექტი უკანასკნელი წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოცდილების შესაბამისად შემუშავდა. „საუბარია, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, კომერციულ ბანკში ფინანსური თუ სხვა ტიპის პრობლემის დროს, ეროვნული ბანკის მიერ ადრეულ რეაგირებას და ბანკის გაჯანსაღებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური დანახარჯებით"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივასაც წარმოადგენს და ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ბანკის ლიკვიდაციას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე. ამავდროულად, რეზოლუცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ბანკის კრიტიკული ფუნქციები და თავიდან იქნას აცილებული ფინანსური სირთულეების სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადება. რეზოლუციის მთავარი პრინციპის მიხედვით, აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროცესში დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებული დაცულობა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა დაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტი 2019 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად მუშაობდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)