06:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 16:39:42, 1857 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: სკოლის მხრიდან დანაშაულიც რომ დამტკიცდეს, ლუკას სირაძის მიმართ ძალადობა განყოფილებაში მიმდინარეობდა

„რომც დადგინდეს დანაშაული სკოლის, ლუკას მიმართ პრობლემა უშუალოდ განყოფილებასი შეიქმენა და განყოფილებაში მიდიოდა მასზე ძალადობა“,- ამის შესახებ გარდაცლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ დღეს „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებლად, დედასთან ერთად უნდა მოხდეს პოლიციაში ლუკა სირაძის დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, რათა გამოიკვეთოს, თუ რომელი პოლიციელი, რა მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა.

„მიდის მოკვლევა და გამოძიება თუ რა წვლილი შეიტანა სკოლამ ამაში, თუმცა ჩვენებიდან, 18 დეკემბრის მდგომარეობით რასაც გავეცანი და რაც დაემატებოდა, ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის, რომ გამოძიებამ უშუალოდ განყოფილებამ რამდენად დაარღვია თავისი უფლებები. რომც დადგინდეს სხვადასხვა სახის, თუნდაც დანაშაული სკოლის მხრიდან და მსგავსი მტკიცებულებები მიეწოდენიბათ, ლუკას მიმართ პრობლემა უშუალოდ განყოფილებასი შეიქმენა და განყოფილებაში მიდიოდა მასზე ძალადობა და იძულება. აუცილებლად, დედასთან ერთად უნდა მოხდეს ვიდეომასალის დათვალიერება, რათა გამოიკვეთოს, თუ რომელი პოლიციელი, რა მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics