10:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 14:18:38, 2474 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილი საკითხზე გაერო-ს გენმდივნის მოადგილეს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ  ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს როზმარი დიკარლოს ესაუბრა.

საგარეო უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების მიუღებლობას, აღინიშნა რომ ექიმის უკანონო დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას და ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

ასევე, ხაზი გაესვა მსგავსი უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ჩართულობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს რომ პროცესი ახლო მომავალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics