09:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 12:55:01, 1114 ნახვა

საზოგადოება
„ტროლების პანაშვიდი“ - მოძრაობა „სირცხვილიამ“ „ქართული ოცნების“ ოფისთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა

მოძრაობა "სირცხვილიას წევრები "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ადგილზე  სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს  წარწერით: „გაუქმებულია - გაუქმეულია".  

აქციის მონაწილეებს ასევე ჩართული აქვთ სამგლოვიარო სიმღერა.

ადგილზე მიტანილი  იმ ადამიანების სურათებიც, რომლესაც ადანაშაულებენ ამ ყალბი ამბების ორგანიზებაში. მათ შორის არის შალვა რამიშვილის ფოტო წარწერით "FAKE".

მათი თქმით, ეს არის "ტროლების პანაშვიდი" და  „ქართული ოცნებაც“ ისე დასამარდება, როგორც ტროლების ქარხანა დასამარდა.

„ჩვენი სათქმელი ის არის, რომ როგორც ტროლ ქარხანა დასამარდა ქართული საზოგადოების მიერ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ისე დასამარდება "ქართული ოცნება", იმიტომ რომ როგორც ეს ტროლ ქარხანა იყო დაფუძნებული სიძულვილზე, ზიზღზე, ანტიდასავლუ ნარატივზე, ისევე არის დაფუძნებული "ქართული ოცნების" მთლიანი ფოლიტიკა და ეს ხელისუფლება. როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ აიტანს და ვერ შეეგუება საქართველოში ზიზღს, სიძულვილს, სიცრუეს და ანტიდასავლურ განწყობას. ამიტომ 2020 წელს გაუქმეული მარტო შალვა რამიშვილი და მისი ანგარიშები არ იქნება, იქნება „ქართული ოცნებაც",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics