|
2019-12-24 12:17:33, 2266 ნახვა
პოლიტიკა
შსს - აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს პოზიტიურად აფასებს
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა პოზიტიური შეფასება მისცა ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შესაბამის უწყებებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობას, რის შედეგად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც „GozNym“-ის სახელით ცნობილ მავნე პროგრამას იყენებდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის შედეგად ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ზიანი მიადგა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. აღნიშნულის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული წარმატებული ღონისძიებების შესახებ საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორმაც დააფიქსირა. „ „GozNym“-ის საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის დევნა განხორციელდა ევროპოლში სამართალდაცვით სფეროში პარტნიორებთან თანამშრომლობითა და მაისში. მე განვაცხადე, რომ საერთაშორისო კიბერდანაშაულის გამოწვევები საჭიროებს საერთაშორისო რეაგირებას. მინდა მოვულოცო და პერსონალური მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების პროცესის უზრუნველსაყოფად გაწეული შრომატევადი საქმიანობისათვისა და ერთგულებისთვის, ასევე მონდომებისთვის რათა ამერიკაში და მსოფლიოს გარშემო განხორციელებულიყო მართლმსაჯულება „GozNym“-ის ქსელით დაზარალებულთათვის“, - ამბობს პროკურორი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)